უკრაინული მედიის ინფორმაციით, ნოვგოროდის ოლქში ქიმიურ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა. რუსული „ტელეგრამ“ არხების ინფორმაციით კი, თავდასხმის სავარაუდო სამიზნე ქალაქ დიდ ნოვგოროდში მდებარე „აკრონის“ ქიმიური ქარხანა იყო. მოსახლეობის ცნობით, ღამით დრონები დააფიქსირეს, ხოლო, ქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა. თავდასხმის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ნოვგოროდის ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრე დრონოვმაც დაადასტურა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამით ქვეყნის ტერიტორიაზე 287 უკრაინული დრონი გაანადგურეს, მათ შორის 40 დრონი მოსკოვის ოლქის თავზე ჩამოაგდეს.