სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში მიიღო მსახიობ ბაჩო ქაჯაიას საჩივარი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ნინო ენუქიძის მიერ, გზის ხელოვნურად გადაკეტვის ფაქტზე, ბაჩო ქაჯაიას ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობას და მისთვის 5 000 ლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრებას შეეხება. აღნიშნულის შესახებ ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილის სოციალურ ქსელში წერს. ადვოკატის განმარტებით, სასამართლო სარჩელის არსებით განხილვას იწყებს.