ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე გამოტანილ განაჩენზე, როგორც "ქართულ ოცნებაში", ისე გიორგი გახარიას გუნდში, აცხადებენ რომ სიმართლე მათ მხარესაა, რაც მათივე სიტყვებით, სწორედ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ დაადასტურა. და მაინც ვის მხარეს არის სიმართლე?! იუსიტიციის სამინისტროს განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, გამოიყენოს სპეციალური საშუალებები და წერტილი დაუსვა განცხადებებს, რომ გიორგი გახარიას მიმართ ადგილი აქვს პოლიტიკურ დევნას. საკითხს სხვაგვარად წარმოაჩენენ გახარიას გუნდში. ექსპრემიერის თანაპარტიელების განმარტებით, დადასტურდა, რომ გახარიას რეზინის ტყვიების გამოყენებაზე ბრძანება მას არ გაუცია.