რა შეფასბები მოჰყვა ირაკლი კობახიძის თურქმენეთში ვიზიტს და მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლის ფორუმზე დასწრებას, რომელსაც ვლადიმირ პუტინიც ესწრება? - Palitra News

რა შეფასბები მოჰყვა ირაკლი კობახიძის თურქმენეთში ვიზიტს და მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლის ფორუმზე დასწრებას, რომელსაც ვლადიმირ პუტინიც ესწრება?

2025-12-12 12:08:22+04:00

ირაკლი კობახიძე და ვლადიმირ პუტინი სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოების ლიდერებთან ერთად თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლის ფორუმს ესწრებიან. საქართველოსა და რუსეთის ლიდერები თურქმენეთის ნეიტრალიტეტის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ. ირაკლი კობახიძე დელეგაციასთან ერთად, რომლის შემადგენლობაშიც საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან, გუშინ ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ორმხრივი შეხვედრები. კობახიძის და პუტინის ერთ ფორუმზე გამოჩენამ ოპოზიციის კრიტიკა გამოიწვია. "ქართული ოცნების" ოპონენტების განცხადებით ნათელია, რომ საქართველოს ხელისუფლების მიზანი არა ევროინტეგრაცია არამედ რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის გაღრმავებაა.