ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე რამდენიმე დარღვევა დადგინდა,  "ქართული ოცნება" და გიორგი გახარიას გუნდი საკუთარი სიმართლის დასტურად მიიჩნევენ - Palitra News

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე რამდენიმე დარღვევა დადგინდა,  "ქართული ოცნება" და გიორგი გახარიას გუნდი საკუთარი სიმართლის დასტურად მიიჩნევენ

2025-12-12 12:13:20+04:00

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე რამდენიმე დარღვევა დადგინდა, "ქართული ოცნება" და გიორგი გახარიას გუნდი საკუთარი სიმართლის დასტურად მიიჩნევენ. ერთი მხრივ სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ კიდევ ერთხელ დაადასტურა სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, გამოიყენოს სპეციალური საშუალებები და წერტილი დაუსვა განცხადებებს, რომ გიორგი გახარიას მიმართ ადგილი აქვს პოლიტიკურ დევნას. საკითხს სხვანაირად წარმოაჩენს ექსპრემიერის გუნდი. გახარიას თანაპარტიელების შეფასებით, გამოჩნდა,რომ გახარიას მიმართ ბრალდება შეთითხნილია და დადასტურდა რომ რეზინის ტყვიების გამოყენებაზე ბრძანება მას არ გაუცია. ვის მხარეს არის სიმართლე და ვინ როგორ წარმოაჩეს ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე სტრასბურგის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას?