მიხეილ ყაველაშვილმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ხელი მოაწერა - განცხადებები პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

მიხეილ ყაველაშვილმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ხელი მოაწერა - განცხადებები პოლიტიკურ სპექტრში

2025-12-12 12:18:28+04:00

მიხეილ ყაველაშვილმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ხელი მოაწერა. პარლამენტის მიერ მიღებული კანონი „საკანონმდებლო მაცნეზე“ გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ძალაში შევიდა. ამდენად, ამიერიდან შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული შეზღუდვები საფეხმავლო გზებზე გამართულ აქციებზე ვრცელდება. დაუშვებელია ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, მათ შორის, სხვადასხვა კონსტრუქციითა და საგნებით თუ ამას შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა არ მოითხოვს. ოპოზიციის შეფასებით, მიღებული კანონის მიზანია პროტესტი გამოხატვის შესაძლებლობა არ მისცენ. ოპონენტები დემონსტრაციების გაგრძელების აუცილებლობაზე მიუთითებენ.

მიხეილ ყაველაშვილმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ხელი მოაწერა - განცხადებები პოლიტიკურ სპექტრში