სამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უკრაინის მოქალაქე - Palitra News

სამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უკრაინის მოქალაქე

2025-12-12 12:30:52+04:00

სამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უკრაინის მოქალაქე. სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი, ავტომობილისა და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, სარეალიზაციოდ გამზადებული 50 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“-ს შემცველი გრანულები და ფხვიერი მასა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.