ირაკლი კობახიძე და ვლადიმირ პუტინი თურქმენეთში, საუბარი მშვიდობისა თუ ნდობის პრინციპებზე და კობახიძისა და პუტინის ერთ ფორუმზე გამოჩენას მოყოლილი კრიტიკა საქართველოში - ასეთია ზოგადი სურათი, რაც ჩვენი ქვეყნის დელეგაციის აშხაბადში ვიზიტის შედეგად გამოჩნდა. თურქმენეთის ნეიტრალიტეტის 30 წლისთავის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ფორუმზე სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოების ლიდერებთან ერთად, მრგვალ მაგიდაზე საკუთარი გზავნილები საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც გააჟღერა და რუსეთის პრეზიდენტმაც. კობახიძისა და პუტინის ერთ ფორუმზე გამოჩენას ქართველი ოპოზიცოინერი პოლიტიკოსები იმის დასტურად მიიჩნევენ, რომ ქართული ოცნების ინტერესი ევროინტეგრაცია ნამდვილად არ არის. უფრო მეტიც, ოპონენტები არ გამორიცხავენ რომ კობახიძესა და პუტინს შორის გარკვეული სახით ფარული მოლაპარაკებაც შედგეს. საპასუხოდ, მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ფორუმის მიზანი საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გარკვევა, არ ყოფილა, ქართული მხარე კი თურქმენეთში სწორედ, მასპინძელი ქვეყნის პატივსაცემად ჩავიდა. რა გზავნილები გაჟღერდა თურქმენეთში მიმდინარე ფორუმზე და რა შეფასებები მოჰყვა კობახიძისა და პუტინის ერთ ფორუმზე გამოჩენას.
რა გზავნილები გაჟღერდა თურქმენეთში მიმდინარე ფორუმზე და რა შეფასებები მოჰყვა კობახიძისა და პუტინის ერთ ფორუმზე გამოჩენას