გივი მიქანაძე კასპის, გორისა და ახალციხის პროფესიულ კოლეჯებს ეწვია - Palitra News

გივი მიქანაძე კასპის, გორისა და ახალციხის პროფესიულ კოლეჯებს ეწვია

2025-12-12 15:25:47+04:00

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე კასპის, გორისა და ახალციხის პროფესიულ კოლეჯებს ეწვია. მინისტრმა საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, სასწავლო პროცესს გაეცნო და თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა. მიქანაძემ კოლეჯის წარმომადგენლებთან პროფესიული განათლების გაძლიერების მიზნით განსახორციელებელი ინიციატივები განიხილა და მათგან არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაცია მიიღო. გორის კოლეჯ „განთიადში“ სხვადასხვა მიმართულებით 14 პროფესიული და მომზადება /გადამზადების პროგრამაა დანერგილი. ამჟამად კოლეჯში 30-მდე სტუდენტი სწავლობს. ახალციხის კოლეჯი „ოპიზარი“ სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას სხვადასხვა მიმართულების პროფესიული პროგრამებს სთავაზობს. კოლეჯში ამჟამად განათლებას 300-ზე მეტი სტუდენტი იღებს.