მარნეულის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლეებს შორის დაპირისპირება დაჭრით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, სიტყვიერი დაპირისპირება ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც მოზარდი ცივი იარაღით თავის არეში დაჭრეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.
უწყების ცნობით, დაზარალებული მოზარდი კლინიკაშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.