პოლიციამ, სავარაუდოდ, აქტივისტები - აჩი გოჩიტაშვილი და ნოდარ ჩაჩანიძეც დააკავა - Palitra News

პოლიციამ, სავარაუდოდ, აქტივისტები - აჩი გოჩიტაშვილი და ნოდარ ჩაჩანიძეც დააკავა

2025-12-12 19:37:08+04:00

არსებული ინფორმაციით, პოლიციამ პარტია „ახალის“ წევრი ნოდარ ჩაჩანიძე და აქტივისტი აჩი გოჩიტაშვილიც დააკავეს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მათი მეგობრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

დაკავების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია აქტივისტ ნენე გაბლაიას დაკავებაზეც. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ის რუსთაველის გამზირზე დააკავეს.