უკრაინული მედია - რუსებმა ოდესის ოლქს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყეს, რის შედეგადაც სატვირთო გემს ხანძარი გაუჩნდა - Palitra News

უკრაინული მედია - რუსებმა ოდესის ოლქს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყეს, რის შედეგადაც სატვირთო გემს ხანძარი გაუჩნდა

2025-12-12 20:26:10+04:00

რუსებმა ოდესის ოლქს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყეს, რის შედეგადაც სატვირთო გემს ხანძარი გაუჩნდა,- ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის დროს გემი ჩერნომორსკის პორტში იდგა.

გამოცემა Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ გემი თურქულ კომპანიას ეკუთვნის.

თავდასხმის შედეგად დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.