Axios - აშშ მზადაა უკრაინას ნატო-ს მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიები მისცეს, რომელსაც აშშ-ის კონგრესი დაამტკიცებს - Palitra News

Axios - აშშ მზადაა უკრაინას ნატო-ს მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიები მისცეს, რომელსაც აშშ-ის კონგრესი დაამტკიცებს

2025-12-13 12:31:58+04:00

აშშ მზადაა უკრაინას ნატო-ს მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიები მისცეს, რომელსაც აშშ-ის კონგრესი დაამტკიცებს, - ინფორმაციას გამოცემა Axios-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ჩვენ გვსურს, უკრაინელებს უსაფრთხოების გარანტია მივცეთ, რომელიც ერთი მხრივ, თავისუფალი მოქმედების აღმნიშვნელი არ იქნება, ხოლო მეორე მხრივ, საკმარისად ძლიერი იქნება. მზად ვართ, ეს კენჭისყრისთვის კონგრესს გადავუგზავნოთ“, - განუცხადა გამოცემას ერთ-ერთმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა.

წყაროების ცნობით, უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმება იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტი იქნება.

„ამჟამინდელი წინადადების თანახმად, ომი იმით დასრულდება, რომ უკრაინა თავისი ტერიტორიის 80%-ზე სუვერენიტეტს შეინარჩუნებს, ყველაზე ძლიერ უსაფრთხოების გარანტიას მიიღებს, რაც კი ოდესმე მიუღია და ასევე, ძალიან მნიშვნელოვან აღდგენის პაკეტს მიიღებს“, - აღნიშნა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა.

ცნობისთვის, Axios-ის ინფორმაციით, ორშაბათს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ბერლინში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს შეხვდება.