საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი თურქმენეთში კვლავ პოლიტიკური განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა. ხელისუფლების ოპონენტებისთვის ოკუპანტი ქვეყნის ლიდერთან, ვლადიმერ პუტინთან ერთად, ერთ სივრცეში ყოფნა და საერთო ფოტოს გადაღება ეროვნული ინტერესების ღალატს უტოლდება. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ იმ სამიტში მონაწილეობის მიღება, რომელსაც უმეტესწილად არადემოკრატიული ქვეყნები დაესწრნენ, ადასტურებს, რომ ქვეყანა დასავლეთისგან იზოლაციაშია, ხოლო საქართველოს ევროინტეგრაცია შეჩერებული.