მიუხედავად შეკრება-მანიფესტაციის შესახებ გამკაცრებული კანონების ამოქმედებისა, მოქალაქეები ქუჩის პროტესტს მაინც აგრძელებენ. ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, მთავრობა კონსტიტუციას არღვევს, რადგან მოქალაქეებს პროტესტის უფლებას უზღუდავს. ოპოზიციის შეფასებით, ცვლილებები კიდევ ერთი ანტიდემოკრატიული ნაბიჯია. პარლამენტმა მიმდინარე კვირას დაჩქარებული წესით განიხილა და დაამტკიცა პროექტი, რომლის ამოქმედების შედეგად, შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული შეზღუდვები საფეხმავლო გზებზე გამართულ აქციებზე გავრცელდება. ცვლილების მიხედვით, დგინდება შს სამინისტროს წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება იმ შემთხვევაში, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხის სამოძრაო ადგილას იმართება.