17 დეკემბერს ევროპარლამენტში დაგეგმილ დებატებთან დაკავშირებით ოპოზიციაში აცხადებენ, რომ საქართველოს მისამართით კვლავ კრიტიკული გზავნილები გაჟღერდება - Palitra News

17 დეკემბერს ევროპარლამენტში დაგეგმილ დებატებთან დაკავშირებით ოპოზიციაში აცხადებენ, რომ საქართველოს მისამართით კვლავ კრიტიკული გზავნილები გაჟღერდება

2025-12-13 12:59:03+04:00

17 დეკემბერს ევროპარლამენტში დაგეგმილ დებატებთან დაკავშირებით ოპოზიციაში აცხადებენ, რომ საქართველოს მისამართით კვლავ კრიტიკული გზავნილები გაჟღერდება. ხელისუფლების ოპონენტები უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხეზეც აქცენტირებენ, თუმცა აქვე დასძენენ, რომ ევროკავშირმა პერსონალური სანქციები მხოლოდ იმ პირებისთვის უნდა დააწესოს, რომლებიც მათი მტკიცებით, ქვეყნის ანტიდასავლურ კურსზე არიან პასუხისმგებელი. საქართველოს შესახებ დებატები ევროპარლამენტში 17 დეკემბერს გაიმართება, სადაც სავარაუდოა, რომ ევროპარლამენტი საქართველოსთვის კრიტიკულ რეზოლუციას მიიღებს.