შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე დააკავა. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურემ, უკანონოდ შეიძინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, რომელსაც იგი ასევე უკანონოდ ინახავდა. დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.