საპატრულო პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები ამოიღო - დაკავებულია 3 პირი. პატრულ-ინსპექტორებმა ბრალდებულები ბათუმსა და ქობულეთში გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. სამართალდამცველებმა მათი პირადი, ავტომობილების, ასევე დაკავებულების დროებითი საცხოვრებლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები. მათ შორის: სარეალიზაციოდ დაფასოებული ათეულობით შეკვრა „მეთადონი“. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.