ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 3 საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სოფელ ალასტანის, კოთელიისა და დადეშის საჯარო სკოლების განახლებულ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე გაეცნო.
ჩატარებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად სამივე სკოლაში სასწავლო სივრცეების პარალელურად, მოეწყო საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, სააქტო დარბაზი, სპორტული ინფრასტრუქტურა, რეკრეაციული სივრცეები. ამასთან, ფუნქციონირებს რესურს ოთახი, ექიმის კაბინეტი, სასადილო და ბიბლიოთეკა. სარეაბილიტაციო სამუშაოები სკოლებში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტების ჯამურმა ღირებულებამ 10 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.