სათაფლიის მღვიმის აღმოჩენიდან 100 წელი გავიდა - Palitra News

სათაფლიის მღვიმის აღმოჩენიდან 100 წელი გავიდა

2025-12-13 13:02:21+04:00

სათაფლიის მღვიმის აღმოჩენიდან 100 წელი გავიდა.აღნიშნულთან დაკავშირებით, ადგილობრივი სკოლის მოსწავლეებისთვის ეკოტური გაიმართა. ეკოტურს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ბესიკ ამირანაშვილი შეუერთდა. სათაფლია განსაკუთრებული ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობით გამოირჩევა — უნიკალური კოლხური ტყით, პანორამული გადასახედით, ტურისტული ბილიკებით, მუზეუმითა და დინოზავრების პარკით - სათაფლია ინტერესს ყველა ასაკის სტუმარს უღვიძებს და ყოველწლიურად ათი ათასობით ვიზიტორს მასპინძლობს. 2011 წელს გახსნილმა ვიზიტორთა ცენტრმა და საგამოფენო სივრცემ მნიშვნელოვნად გაზარდა ლოკაციის ტურისტული პოტენციალი. დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ, 2015 წლიდან დღემდე, სათაფლიაში ინფრასტრუქტურის მასშტაბური რეაბილიტაცია განხორციელდა.