განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ახალციხეში სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მასწავლებლებსა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა - Palitra News

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ახალციხეში სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მასწავლებლებსა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა

2025-12-13 15:19:07+04:00

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ახალციხეში სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მასწავლებლებსა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრმა პედაგოგებთან ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის კონცეფცია და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზები განიხილა. თავის მხრივ, მასწავლებლებმა გივი მიქანაძეს რეფორმის კონცეფციასთან დაკავშირებით პოზიციები და მოსაზრებები გაუზიარეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მასწავლებლებმა მათთვის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით მინისტრისგან მიიღეს დეტალური ინფორმაცია.