მიზანი - ომის დასრულება უცვლელია, თუმცა მიზნის მისაღწევად, მშვიდობის გეგმაზე შეთანხმების ნაწილში, მხარეებმა საერთო გადაკვეთის წერტილები კვლავ ვერ იპოვეს - Palitra News

მიზანი - ომის დასრულება უცვლელია, თუმცა მიზნის მისაღწევად, მშვიდობის გეგმაზე შეთანხმების ნაწილში, მხარეებმა საერთო გადაკვეთის წერტილები კვლავ ვერ იპოვეს

2025-12-13 15:20:05+04:00

მიზანი - ომის დასრულება უცვლელია, თუმცა მიზნის მისაღწევად, მშვიდობის გეგმაზე შეთანხმების ნაწილში, მხარეებმა საერთო გადაკვეთის წერტილები კვლავ ვერ იპოვეს. რუსეთის პოზიციაა, რომ უკრაინა ნეიტრალურ, არაბირთვულ და ალიანსის გარეშე სტატუსს უნდა დაუბრუნდეს. თავის მხრივ, ტრამპი ზელენსკის უსაფრთხოების გარანტიებს ჰპირდება. წინადადების თანახმად, უკრაინა ტერიტორიის 80%-ზე სუვერენიტეტს შეინარჩუნებს და ქვეყნის აღდგენის პაკეტს მიიღებს. ტერიტორიული საკითხი ერთ-ერთია, რომელიც სამშვიდობო გეგმაზე შეთანხმების მიღწევას აჭიანურებს. როგორც ცნობილია, რუსეთს მთელ დონბასზე კონტროლის მოპოვება სურს, რაც ოფიციალური კიევისთვის მიუღებელია. განხილვები გრძელდება... შემდეგი ეტაპი ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლების შეხვედრაა. უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, ბერლინში ჩავლენ, სადაც ზელენსკის შეხვდებიან.