ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან თურქეთის მიმართულებით დღეს დაგეგმილი რეისები უამინდობის გამო გაუქმდა - Palitra News

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან თურქეთის მიმართულებით დღეს დაგეგმილი რეისები უამინდობის გამო გაუქმდა

2025-12-13 15:56:23+04:00

უამინდობის გამო, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან თურქეთის მიმართულებით დღეს დაგეგმილი რეისები გაუქმებულია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადეს, რეისების გაუქმება მოსალოდნელ ძლიერ ქარს უკავშირდება.

მათივე თქმით, გაუქმებულია „თურქიშ ეარლაინის“ 2 და „პეგასუსის“ 1 რეისი.

მათი ცნობით, რეისების გაუქმება მხოლოდ თურქეთის მიმართულებით მოხდა და სხვა მიმართულებით დაგეგმილი რეისები გაუქმებული არ არის.