ევროკავშირის საელჩოსთან ქალების აქცია მიმდინარეობს - Palitra News

ევროკავშირის საელჩოსთან ქალების აქცია მიმდინარეობს

2025-12-13 19:24:52+04:00

თბილისში ევროკავშირის საელჩოსთან ქალების აქცია მიმდინარეობს.

ადგილზე აქციის მონაწილეებს სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ მიტანილი, ასევე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.

მათი თქმით, ამ ფორმით ისინი აქციების ფარგლებში დაკავებული პირების მიმართ სოლიდარობას გამოხატავენ და ასევე, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები, შემდგომ მსვლელობით ფილარმონიასთან წავლენ და აქციის სხვა მონაწილეებს შეუერთდებიან, რომლებთან ერთადაც შემდეგ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ გადაინაცვლებენ.