ვიზიტი აშხაბადში - პრემიერ-მინისტრის გზავნილები თურქმენეთში გამართულ ფორუმზე და რუსეთის პრეზიდენტთან ერთ სივრცეში გამოჩენას მოყოლილი კრიტიკა საქართველოში - ასეთია მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის თურქმენეთში ვიზიტის ზოგადი სურათი. კობახიძემ დათმობილი დრო მშვიდობის მნიშვნელობაზე სასაუბროდ გამოიყენა, სტაბილურობა პარტნიორებთან დიალოგისთვის ერთ-ერთ მთავარ გასაღებად დაასახელა და ეკონომიკური ტენდენციები მიმოიხილა. ოკუპირებულ ტერიტორიებზე აქცენტის მიუხედავად, ოპოზიცია თვლის, რომ ოკუპანტი ქვეყნის ლიდერთან, ვლადიმერ პუტინთან ერთად, ერთ სივრცეში ყოფნა და საერთო ფოტოს გადაღება ეროვნული ინტერესების ღალატს უტოლდება. საკითხზე სიღრმისეული კომენტარის გაკეთება არ ისურვა, თავად კობახიძემ. პრემიერ-მინისტრმა ოპონენტების კრიტიკას არასერიოზული უწოდა და სპეკულაციად შეაფასა.