საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინფორმაციით, დღეს ასოციაციის საერთო კრება გაიმართა - Palitra News

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინფორმაციით, დღეს ასოციაციის საერთო კრება გაიმართა

2025-12-13 20:13:53+04:00

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინფორმაციით, დღეს ასოციაციის საერთო კრება გაიმართა. ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანმა მისი თავმჯდომარეობის 8 წელი შეაჯამა და ადვოკატებს საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. კრებაზე ეთიკისა და სარევიზიო კომისიების თავმჯდომარეებმა კი ერთწლიანი საქმიანობა შეაჯამეს. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინფორმაციით, დავით ასათიანის 8-წლიანი თავმჯდომარეობის პერიოდში საფუძველი ჩაეყარა და აშენდა ასოციაციის ახალი ოფისი „ადვოკატთა სახლი“. კრებაზე ასოციაციის მმართველი ორგანოების არჩევნებისთვის, რომელიც 14 დეკემბერს გაიმართება, ასოციაციის წევრებმა ხმის დამთვლელი კომისიის წევრები, აირჩიეს. ადვოკატებთან კი მოხსენებით ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატებიც წარდგნენ. არჩევნებში საერთო ჯამში 126 კანდიდატი მონაწილეობს, მათ შორისა თავმჯდომარეობის 6 კანდიდატი.