რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობა შორს არ არის, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. ერდოღანის თქმით, თურქმენეთში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე, ომისა და სამშვიდობო ინიციატივების შესახებ მოსაზრებები გაცვალეს. ,, ბატონი პუტინი, ისევე როგორც ყველა მხარე, ამ საკითხთან დაკავშირებით თურქეთის პოზიციას ძალიან კარგად იცნობს. პრეზიდენტ ტრამპის ინიციატივით დაწყებული დიალოგის მიმართ ჩვენი მადლიერება გამოვხატეთ“, - განაცხადა ერდოღანმა.