ვოლოდიმირ ზელენსკი სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს შეხვდება. გამოცემა აქსიოსის ცნობით, უიტკოფთან და კუშნერთან მოლაპარაკებებში მონაწილეობას საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი მიიღებენ.გუშინ გერმანიის მთავრობამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების მიზნით ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპელი ლიდერების ბერლინში ვიზიტი 15 დეკემბერს იყო დაგეგმილი.