ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დონალდ ტრამპის განცხადების მიუხედავად, ტაილანდსა და კამბოჯას შორის შეტაკებები გრძელდება. როიტერსის ცნობით, დღეს დილით ტაილანდის ავაიაგამანადგურებლებმა კამბოჯასთან საზღვარზე სამიზნე ობიექტები დაბომბეს.. ტაილანდის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება არ მომხდარა. კამბოჯის პრემიერ-მინისტრმა, ჰუნ მანეტმა კი განაცხადა, რომ მას დაპირისპირების მშვიდობიანად მოგვარება ოქტომბერში, მალაიზიაში ხელმოწერილი შეთანხმების მიხედვით სურს.