ავსტრალიაში, ხანუქას დღესასწაულზე მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა - გამოძიებას კონტრტერორისტული სამსახური უხელმძღვანელებს - Palitra News

ავსტრალიაში, ხანუქას დღესასწაულზე მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა - გამოძიებას კონტრტერორისტული სამსახური უხელმძღვანელებს

2025-12-14 16:05:37+04:00

ახალი სამხრეთ უელსის პოლიციის ცნობით, ბონდი-ბიჩზე მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 29 დაშავებული, მათ შორის ერთი ბავშვი, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ახალი სამხრეთ უელსის პრემიერმა, კრის მინსმა დაადასტურა, რომ დაღუპული 12 პირიდან ერთ-ერთი თავდამსხმელია, მეორე ეჭვმიტანილი კი დაკავებულია.

მისი თქმით, თავდასხმა სიდნეის ებრაული თემის წინააღმდეგ იყო მიმართული.

პოლიციის კომისარმა მალ ლანიონმა განაცხადა, რომ ჩატარდება მნიშვნელოვანი გამოძიება, რომელსაც კონტრტერორისტული სამსახური უხელმძღვანელებს.