საქართველოს პარლამენტი კიდევ ერთხელ განიხილავს საკანონდებლო ცვლილებებს, რომლითაც ანტიკორუფციული ბიურო უქმდება - Palitra News

საქართველოს პარლამენტი კიდევ ერთხელ განიხილავს საკანონდებლო ცვლილებებს, რომლითაც ანტიკორუფციული ბიურო უქმდება

2025-12-15 09:21:19+04:00

საქართველოს პარლამენტი დღეს კიდევ ერთხელ განიხილავს საკანონდებლო ცვლილებებს, რომლითაც ანტიკორუფციული ბიურო უქმდება, მისი უფლებამოსილება კი მთლიანად აუდიტის სამსახურს გადაეცემა. ამასთანავე, უქმდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურიც. „ქართული ოცნების“ ლიდერების მტკიცებით, ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც რამდენიმე წლის წინ ევრო რეკომენდაციების მიხედვით შეიქნმა, გარედან თავსმოხვეული და არაფექტური პროექტი იყო. მმართველ პარტიაში ასევე ირწმუნებიან, რომ დაგეგმილი ცვლილებებით კორუფციის გამოვლენა და მასზე დროული რეაგიორება უფრო ეფექტური და მოქნილი გახდება. ამის საპასუხოდ, ოპოზიციაში აღნიშნულ ცვლილებებს ფასადურს უწოდებენ - ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში რაჟდენ კუპრაშვილის მიერ მართული ანტიკორუფციული ბიურო სრულიად უმოქმედო იყო, თუმცა, მათივე თქმით, გამოსავალი არა გაუქმებაში, არამედ მის საფუძვლიან რეფორმირებაში იყო.