სტივ უიტკოფი - აშშ-სა და უკრაინის წარმომადგენლებმა 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა განიხილეს - დიდ პროგრესს მიაღწიეს - Palitra News

სტივ უიტკოფი - აშშ-სა და უკრაინის წარმომადგენლებმა 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა განიხილეს - დიდ პროგრესს მიაღწიეს

2025-12-15 09:21:43+04:00

უკრაინულ და ამერიკულ დელეგაციებს შორის ბერლინში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფიც ესწრებოდნენ, მხარეებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს. ამის შესახებ უიტკოფმა სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა.

მისი ინფორმაციით, შეხვედრა ხუთ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

„ბერლინში პრეზიდენტ ზელენსკის, სპეციალურ წარმომადგენელ უიტკოფს, ჯარედ კუშნერსა და აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციებს შორის შეხვედრა ხუთ საათზე მეტხანს გაგრძელდა. წარმომადგენლებმა დეტალურად განიხილეს 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, ეკონომიკური დღის წესრიგი და სხვა საკითხები. დიდ პროგრესს მიაღწიეს“, - აღნიშნა უიტკოფმა.

მისი ინფორმაციით, მხარეები დღეს დილით კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს.