მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე რეკორდული რაოდენობა - 1 214 653 ვიზიტორი დაფიქსირდა - Palitra News

მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე რეკორდული რაოდენობა - 1 214 653 ვიზიტორი დაფიქსირდა

2025-12-15 09:27:14+04:00

მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე რეკორდული რაოდენობა - 1 214 653 ვიზიტორი დაფიქსირდა.

ყველაზე მეტი ვიზიტორი ეწვია პრომეთეს მღვიმეს, მარტვილის კანიონს, სათაფლიას, მტირალას ეროვნულ პარკსა და წალკის კანიონს.

დაცული ტერიტორიების სააგენტო განაგრძობს მუშაობას დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორებისთვის მრავალფეროვანი შთაბეჭდილებების შექმნის მიმართულებით. სხვადასხვა დაცულ ტერიტორიაზე, წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ეკოტუსიტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები.