კომუნიკაციების კომისიის მხარდაჭერით, კავკასიის უნივერსიტეტში რიგით მეხუთე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ტელეკომუნიკაციები და უსაფრთხოება“ გაიმართა - Palitra News

კომუნიკაციების კომისიის მხარდაჭერით, კავკასიის უნივერსიტეტში რიგით მეხუთე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ტელეკომუნიკაციები და უსაფრთხოება“ გაიმართა

2025-12-15 09:28:04+04:00

კომუნიკაციების კომისიის მხარდაჭერით, კავკასიის უნივერსიტეტში რიგით მეხუთე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ტელეკომუნიკაციები და უსაფრთხოება“ გაიმართა, რომელიც ტელეკომუნიკაციებისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, სფეროს უახლესი ტენდენციების განხილვასა და გამოცდილების გაზიარებას ემსახურებოდა. კონფერენციაზე, რომელიც კიბერუსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებს, ტელეკომუნიკაციების განვითარების პერსპექტივებსა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სიახლეებს ეხებოდა, საქართველოს ციფრული მდგრადობა და ინოვაციების განვითარების პერსპექტივები იყო განხილული.