ამერიკელი რეჟისორი და მსახიობი რობ რაინერი და მისი მეუღლე, მიშელ სინგერ რაინერი ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში გარდაცვლილები იპოვეს.
რაინერთან დაახლოებულმა წყარომ NBC News-ს განუცხადა, რომ რეჟისორი და მისი მეუღლე, მიშელ სინგერ რაინერი, სავარაუდოდ, ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალნენ.
სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელმა მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ გამომძიებლები ოჯახის წევრის დაკითხვას ახორციელებენ. ამასთან, ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის კაპიტანმა, მაიკ ბლენდმა განაცხადა, რომ ისინი აშკარა მკვლელობის ფაქტს იძიებენ.
რობ რაინერი ცნობილი ფილმების რეჟისორია, მათ შორის ფილმების „პატარძალი პრინცესა“, „როდესაც ჰარი შეხვდა სალის“, „რამდენიმე კარგი კაცი“. ასევე მას, როგორც მსახიობს, მონაწილეობა მიღებული აქვს ფილმებში: „უძინარნი სიეტლში“ და „უოლ-სტრიტის მგელი“.