ზურაბ ჯაფარიძეს 7 თვიანი სასჯელის ვადა 19 დეკემბერს ამოეწურება - რას აცხადებენ პოლიტიკური მხარეები - Palitra News

ზურაბ ჯაფარიძეს 7 თვიანი სასჯელის ვადა 19 დეკემბერს ამოეწურება - რას აცხადებენ პოლიტიკური მხარეები

2025-12-15 12:35:22+04:00

ზურაბ ჯაფარიძე რუსთავის ნომერ მე-12 პენიტენციურ დაწესებულებას ტოვებს - მას 7 თვიანი სასჯელის ვადა რამდენიმე დღეში, 19 დეკემბერს ამოეწურება. სახელმწიფო ბრალდების მხარე მას პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობას ედავებოდა. ზურაბ ჯაფარიძის თანაგუნდელები იმედს იტოვებენ, რომ კოალიციის ლიდერების ციხიდან გათავისუფლება საპროტესტო მოძრაობის გაძლიერებას ხელს შეუწყობს. ოპოზიციურ პარტიებში კი კვლავ ამბობენ, რომ სხვა პოლიტიკოსების მსგავსად, ზურაბ ჯაფარიძეც პოლიტიკური პატიმარია. კიდევ რას ამბობენ ამ თემაზე პოლიტიკური მხარეები.