ევროპარლამენტში გასამართ დებატებადმდე რამდენიმე დღე რჩება - 17 დეკემბერს ევროპული სტრუქტურა წლის განმავლობაში ევროკავშირის მიერ მიღწეულ შედეგებს შეაჯამებს. არსებული იფორმაციით, დებატებზე საუბარი საქართველოში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობასაც შეეხება. ამასთან დაკავშირებით ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებს იმის განცდა აქვთ, რომ ევროპარლამენტისა და ევროპული საბჭოს დასკვნები საქართველოსთვის მძიმე აღმოჩნდება. რას უნდა ველოდოთ ევროპარლამენტში დაგეგმილი დებატებისგან და რას ამბობენ ამ თემაზე ქვეყნის შიდა პოლიტიკური მხარეები.