ავსტრალიაში, ბონდის სანაპიროზე სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა - Palitra News

ავსტრალიაში, ბონდის სანაპიროზე სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა

2025-12-15 12:41:05+04:00

ავსტრალიაში, ბონდის სანაპიროზე სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა. ინფორმაციას მედია სიდნეის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. დაღუპულთა შორის ერთი ბავშვია. 42 დაშავებული კი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. პოლიციის ცნობით, დამნაშავეები იდენტიფიცირებულნი არიან და ისინი მამა-შვილი არიან. აღსანიშნავია, რომ 50 წლის მამა სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე სროლის შედეგად მოკლეს. ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის, ენტონი ალბანეზეს განცხადებით, მომხდარი მიზანმიმართული და წინასწარი განზრახვით ჩადენილი ბოროტება იყო, რომლის სამიზნეც ებრაული თემი გახდა. სამართალდამცველები დანაშაულის მოტივს ამ დრომდე ადგენენ.