თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
სამართალდამცველებმა ფონიჭალის დასახლებაში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 297 შეკვრად დაფასოებული, სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალება და 491 აბი ფსიქოტროპული ნივთიერება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ერთდროულად რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.