ხულოს მუნიციპალიტეტში გამოწვეული დიდთოვლობის გამო საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება - Palitra News

ხულოს მუნიციპალიტეტში გამოწვეული დიდთოვლობის გამო საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება

2025-12-15 12:42:25+04:00

საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, ხულოს მუნიციპალიტეტში გამოწვეული დიდთოვლობის გამო საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება, ხოლო ყველა ადმინისტრაციულ ერთეულთან მისასვლელი გზა გაწმენდილია, დასკვნით ეტაპზეა შიდასასოფლო გზების გაწმენდითი სამუშაოები.

წმენდის პროცესში ჩართულია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეცტექნიკა. გზებზე გადაადგილება შესაძლებელია ზამთრის სეზონისთვის შესაბამისი საბურავებით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

ჩატარებული აღდგენითი სამუშაოების შედეგად მუნიციპალიტეტის ყველა აბონენტს მიეწოდება ელექტროენეგია, გარდა სოფელ რიყეთის 50-მდე აბონენტისა.