ჩეხეთის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშის მთავრობა დანიშნა - Palitra News

ჩეხეთის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშის მთავრობა დანიშნა

2025-12-15 14:06:17+04:00

ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშის მთავრობა დანიშნა.

მედიის ინფორმაციით, ბაბიში მინისტრებს თანამდებობებზე დღესვე წარადგენს. ჩეხეთის ახალი ვიცე-პრემიერები იქნებიან კარელ ჰავლიჩეკი, ალენა შილეროვა, პეტრ მაჩინკა და იარომირ ზუნა.

მინისტრთა კაბინეტში ბაბიშის პარტია ANO-ს რვა თანამდებობა ექნება, „მოტორისტებს“ – ოთხი, ხოლო პარტიას “თავისუფლება და პირდაპირი დემოკრატია” -3.

ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ანრეი ბაბიში 9 დეკემბერს დანიშნა. კოალიციური მთავრობის შემადგენლობაში პარტია ANO-სთან ერთად მემარჯვენე ევროსკეპტიკოსი პარტიების, „მოტორისტებისა“ და „თავისუფლება და პირდაპირი დემოკრატიის“ წევრებიც შედიან.

ოქტომბერში ჩატარებულ ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში ანდრეი ბაბიშის პარტია ANO-მ ამომრჩეველთა ხმების 34.5%-ით პირველი ადგილი დაიკავა.