ზურაბ ჯაფარიძე რუსთავის საპატიმროს დატოვებს - ოპოზიციონერ პოლიტიკოსს 7-თვიანი სასჯელის ვადა რამდენიმე დღეში, 19 დეკემბერს ამოეწურება. სახელმწიფო ბრალდების მხარე მას პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობას ედავებოდა. ზურაბ ჯაფარიძის თანაგუნდელები იმედს გამოთქვამენ, რომ მისი გათავისუფლება საპროტესტო მოძრაობის გაძლიერებას ხელს შეუწყობს. ამასთანავე, ოპოზიციურ პარტიებში აცხადებენ, რომ ზურაბ ჯაფარიძეც, სხვა პოლიტიკოსების მსგავსად, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პატიმარია.