საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ახალი თავმჯდომარის ასარჩევად გაიმართება მეორე ტური, რადგან კენჭისყრის პირველი ტურის შედეგად ახალი თავმჯდომარის არჩევა ვერ მოხერხდა. კენჭისყრაში 2700-ზე მეტმა ადვოკატი იყო ჩართული. მეორე ტურში გადასულმა ირაკლი ყანდაშვილმა 1283 ხმა მიიღო, ხოლო მისმა კონკურენტმა, ირაკლი ჩომახაშვილმა - 1109 ხმა მოაგროვა. კანონმდებლობის შესაბამისად, არაუგვიანეს 14 დღის ვადაში მეორე ტური უნდა გაიმართოს.
2025 წლის არჩევნებში ასოციაციის თავმჯდომარეობის მსურველი 6 კანდიდატი იყო წარდგენილი. ამასთან, კრებაზე აირჩიეს აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის წევრებიც.