ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იკრიბებიან. როგორც შეხვედრის დაწყებამდე ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, კაია კალასმა განაცხადა, დღევანდელი მოლაპარაკებების მთავარი საკითხი უკრაინაში მიმდინარე ომი იქნება. ამავდროულად, ბერლინში გრძელდება 20-პუნქტიანი სამშვიდობო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების პროცესი.