სიდნეიში მომხდარ თავდასხმაში მონაწილე პირების კუთვნილ ავტომობილში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ დროშები აღმოაჩინეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ერთ-ერთ თავდამსხმელს, ნავიდ აკრამს, რომელიც ავსტრალიაშია დაბადებული, ამ ტერორისტულ დაჯგუფებასთან ახლო კავშირები ჰქონდა. ამასთანავე, ავსტრალიის პოლიციის კონტრტერორისტულ დეპარტამენტში მიიჩნევენ, რომ ორივე შეიარაღებულმა პირმა – ნავიდმა და მისმა მამამ, საჯიდმა „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტულ დაჯგუფებას ერთგულება გამოუცხადეს. ავსტრალიაში, ბონდის სანაპიროზე სროლას 15 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის ერთი ბავშვია. 42 დაშავებული კი საავადმყოფოში რჩება.