კოლუმბიაში სკოლის ავტობუსი ხევში გადავარდა - ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა 17, ხოლო დაშავდა 20 ადამიანი - Palitra News

კოლუმბიაში სკოლის ავტობუსი ხევში გადავარდა - ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა 17, ხოლო დაშავდა 20 ადამიანი

2025-12-15 15:56:33+04:00

კოლუმბიაში სკოლის ავტობუსი ხევში გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა 17, ხოლო დაშავდა 20 ადამიანი. შემთხვევა ჩრდილოეთ კოლუმბიაში, რემედიოსისა და სარაგოსას დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ავტობუსს სკოლის მოსწავლეები ექსკურსიიდან მოჰყავდა. მოსწავლეები სკოლის დამთავრებას აღნიშნავდნენ. სკოლის ადმინისტაციაში განაცხადეს, რომ ღონისძიება არ ყოფილა ოფიციალური და ორგანიზებული იყო თავად მოსწავლეების მიერ. ავტობუსს 45 მგზავრი გადაჰყავდა. მსხვერპლთა შორის არის მძღოლი.