რას უნდა ელოდოს საქართველო ევროპული საბჭოს გაფართოების ანგარიშიდან და როგორ შეიძლება წარიმართოს ევროკავშირისა და ჩვენი ქვეყნის ურთიერთობები მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე? - დღეს საქართველოს შესახებ დასმულ კითხვებს ევროპელმა ლიდერებმა ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე უპასუხეს. ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა განაცხადა, რომ საქართველო დემოკრატიულ უკუსვლას განიცდის, ქართული ოცნება ქართველი ხალხის ინტერესების საპისირპიროდ მოქმედებს და ევროპის გზაზე წინსლისთვის მთავრობამ სხვაგვარად უნდა იმოქმედოს. მოვისმენთ თუ არა იმავე გზავნილებს ევროპარლამენტში 17 დეკემბრს საქართველოს შესახებ დაგეგმილ დებატებზე? ორი დღით ადრე ქართველი პოლიტიკოსები საკუთარ ვარაუდებს გამოთქვამენ.