დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ოპონენტების შესაძლო გაერთიანების შანსები და მათი გეგმები ევროპული ინტეგრაციის შესანარჩუნებლად - Palitra News

დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ოპონენტების შესაძლო გაერთიანების შანსები და მათი გეგმები ევროპული ინტეგრაციის შესანარჩუნებლად

2025-12-15 20:16:51+04:00

დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ოპონენტების შესაძლო გაერთიანების შანსები და მათი გეგმები ევროპული ინტეგრაციის შესანარჩუნებლად - ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ქართული ოცნების წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობენ. მათი თქმით, მმათველ გუნდთან თანამშრომლობას არ აპირებენ, მათ შორის ის ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც, რომლებიც საპატიმროში იმყოფებიან და რომელთა თავისუფლებითაც მათივე სიტყვებით ქართული ოცნება პოლიტიკურად ვაჭრობას ცდილობს. 19 დეკემბერს პენიტენციურ დაწესებულებას დატოვებს კოალიცია ცვლილებისთვის წევრი ზირაბ გირჩი ჯაფარიძე. მისი კოლეგების შეფასებით, ის სხვა დაკაცებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მსგავსად ქართულ ოცნების პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლია. ქართულ ოცნებაში ბრალდებებს უარყოფენ და ამბობენ, რომ დღეს ოპოზიურ ფლანგს ცვლილებების რესურსი არ გააჩნია.