თბილისის საქალაქო სასამართლოში ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულების, მათ შორის, ნინა სანდერის, მარიამ მეყანწიშვილისა და კიდევ 10 პირის სასამართლო პროცესი გაიმართა - Palitra News

თბილისის საქალაქო სასამართლოში ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულების, მათ შორის, ნინა სანდერის, მარიამ მეყანწიშვილისა და კიდევ 10 პირის სასამართლო პროცესი გაიმართა

2025-12-15 20:18:11+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლოში ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულების, მათ შორის, ნინა სანდერის, მარიამ მეყანწიშვილისა და კიდევ 10 პირის სასამართლო პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულებმა სიტყვის უფლებით ისარგებლეს. მათ შორის ისაუბრეს პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ ვითარებაზე. ბრალდებულები საპატიმროში დაკავებულების რაოდენობის სიჭარბეზე და მძიმე პირობებზე საუბრობდნენ. დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა შესავალ სიტყვა წარმოთქვეს. პროცესს ეკა ლემონჯავა ესწრებოდა.