ბერლინში უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დასრულდა. უკრაინული მხარე აცხადებს, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში მხარეებს შორის მიმდინარე შეხვედრები პროდუქტიული იყო. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა, რომ ამერიკული გუნდი უკიდურესად კონსტრუქციულად მუშაობს, რათა უკრაინას ხანგრძლივი სამშვიდობო შეთანხმებისკენ გზის პოვნაში დაეხმაროს. მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, ასევე გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი. 20-პუნქტიან სამშვიდობო შეთანხმებას ევროპელი ლიდერები გამოეხმაურნენ.